ტრენინგის მე-9 დღე
დღეს გავაცანით კოლეგებს საკუთარი ნაშრომები,მივიღეთ სასარგებლო უკუკავშირი მათგან და ტრენერისგან,განვიხილეთ მე-8 მოდული,ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.როგორ უნდა წარვუდგინოთ აუდიტორიას ეფექტურად ჩვენი ნამუშევარი.შევაჯამეთ ,,ინტელის ძირითადი კურსი''. კოლეგების გამოცდილება და მათთან თანამშრომლობა დამეხმარება ჩემი მომავალი საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში. აღნიშნული 9 დღიანი ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი,ინფორმაციითა და ინოვაციური მიდგომების სწავლებით დატვირთული,ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა და წერა და განხორციელება ყველა დეტალის გათვალისწინებით რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა დააამაღლებს მათ მოტივაციას სასწავლო პროცესში,გავეცანით 21-საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და ინტეგრაციის პრინციპს სწავლა-სწავლების პროცესში. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და მუშაობა ამ სივრცეში,ეს კი თავის მხრივ დაგვეხმარება კოლეგებთან კონსტრუქციულ კომუნიკაციაში... ძალიან ბევრი და საინტერესო რამ ვისწავლე ამ ტრენინგზე,დიდი მადლობა ამისთვის ქალბატონ დიანას,იგი ყოველთვის ენთუზიაზმითა და მტკიცე ნებისყოფის გამოყენებით გვეხმარებოდა ნამუშევრის სრულყოფაში.
მოგესალმები ნინო!
ОтветитьУдалить