Поиск по этому блогу

суббота, 24 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-8 დღე

    დღეს განვიხილეთ ერთმანეთის  ნამუშევრები,მივიღეთ სასარგებლო უკუკავშირი  როგორც კოლეგებისგან,ასევე ტრენერისგან,გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს,გავიგეთ ფასილიტატორის როლის მნიშვნელობა პროექტზე მუშაობისას,გავიარეთ პროცედურების გაწერის პრინციპი,ვნახეთ ნიმუშები .
  გავიარეთ აღქმის სტილი და 5 შეგრძნება.რისი ცოდნაც გვეხმარება მოსწავლეს მივცეთ მისი შესაძლებლობის შესაბამისი დავალება.გავეცანით რჩევებს,როგორ გამოვიყენოთ ბავშვისთვის პრიორიტეტული მოდალობა და როგორ შევძლოთ ჩავრთოთ სასწავლო პროცესში დანარჩენი მოდალობები. დაწვრილებით გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას და ამ თეორიის მიხედვით ბავშვის ინტელექტის ტიპის დადგენას.ვისაუბრეთ მოტივაციის სახეებზე და მის მნიშვნელობაზე.ვისწავლეთ როგორ ავსახოთ პროექტის გეგმაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების სტრატეგიები და დიფერენცირებული მიდგომა.
   

2 комментария:

  1. ნინო,ძალიან მომეწონა თქვენს მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია. გაქვთ სასიამოვნო ხმის ტემბრი. გისურვებთ წარმატებებს!

    ОтветитьУдалить
  2. ნინო,ძალიან მომეწონა თქვენს მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია. გაქვთ სასიამოვნო ხმის ტემბრი. გისურვებთ წარმატებებს!

    ОтветитьУдалить