Поиск по этому блогу

суббота, 24 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-6 დღე

 დღეს გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს,მივიღეთ რჩევები და რეკომენდაციები კოლეგებისგან და ტრენერისგან,კიდევ ერთხელ გავიმეორეთ საავტორო უფლებების რაობა,გავეცანით საიტების სანდოობის პრინციპს,დავინახეთ ინტერნეტის საჭიროება სრულყოფილი და თანამედროვე სასწავლო პროექტის შექმნისთვის,გავეცანით ასევე ვირტუალურ სივრცეში განთავსებულ საძიებო სისტემების ჩამონათვალს,საიდანაც შ მოსწავლემ (საჭიროების შემთხვევაში უფროსის დახმარებით)შესაძლოა მოიძიოს საჭირო მასალა,ვნახეთ როგორ ხდება სოციალური ქსელების(facebook;skype) გამოყენება ინფორმაციის გაცვლისა და უკუკავშირის გამოყენების მიზნით,აღნიშნული აქტივობა ძალიან დამეხმარება ჩემი თემის განხორციელებისთვის და პროექტისთვის მნიშვნელოვანი კვლევების წარმოებისთვის.
 განვიხილეთ მე-4 მოდული ,განვიხილეთ მოსწავლის ნამუშევრის შესაქმნელად საჭირო მასალა,კითხვები,გავეცანით მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშებს,ვიმუშავეთ პრაქტიკულად,ტრენერმა გასცა ამომწურავი პასუხები მსმენელთა შეკითხვებს.


Комментариев нет:

Отправить комментарий