Поиск по этому блогу

четверг, 20 июня 2019 г.


ninoniniashvili9@gmail.com2017-2019 სასწავლო წელს ვაწარმოე საკუთარი პრაქტიკის კვლევა თემაზე

   სივრცითი ორიენტაციის  უნარ-ჩვევების განვითარების მნიშვნელობა ,მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის და მისი როლი აკადემიური უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.

https://drive.google.com/file/d/1IDlKo0Bq6
Ip_OqqwAvkKaMkELh9ePkiW/vie





суббота, 24 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-9 დღე


  დღეს გავაცანით კოლეგებს საკუთარი ნაშრომები,მივიღეთ სასარგებლო უკუკავშირი მათგან და ტრენერისგან,განვიხილეთ მე-8 მოდული,ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.როგორ უნდა წარვუდგინოთ აუდიტორიას ეფექტურად ჩვენი ნამუშევარი.შევაჯამეთ ,,ინტელის ძირითადი კურსი''. კოლეგების გამოცდილება და მათთან თანამშრომლობა დამეხმარება ჩემი მომავალი საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში. აღნიშნული 9 დღიანი ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი,ინფორმაციითა და ინოვაციური მიდგომების სწავლებით დატვირთული,ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა და წერა და განხორციელება ყველა დეტალის გათვალისწინებით რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა დააამაღლებს მათ მოტივაციას სასწავლო პროცესში,გავეცანით 21-საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და ინტეგრაციის პრინციპს სწავლა-სწავლების პროცესში. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და მუშაობა ამ სივრცეში,ეს კი თავის მხრივ დაგვეხმარება კოლეგებთან კონსტრუქციულ კომუნიკაციაში... ძალიან ბევრი და საინტერესო რამ ვისწავლე ამ ტრენინგზე,დიდი მადლობა ამისთვის ქალბატონ დიანას,იგი ყოველთვის ენთუზიაზმითა და მტკიცე ნებისყოფის გამოყენებით გვეხმარებოდა ნამუშევრის სრულყოფაში.


ტრენინგის მე-8 დღე

    დღეს განვიხილეთ ერთმანეთის  ნამუშევრები,მივიღეთ სასარგებლო უკუკავშირი  როგორც კოლეგებისგან,ასევე ტრენერისგან,გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს,გავიგეთ ფასილიტატორის როლის მნიშვნელობა პროექტზე მუშაობისას,გავიარეთ პროცედურების გაწერის პრინციპი,ვნახეთ ნიმუშები .
  გავიარეთ აღქმის სტილი და 5 შეგრძნება.რისი ცოდნაც გვეხმარება მოსწავლეს მივცეთ მისი შესაძლებლობის შესაბამისი დავალება.გავეცანით რჩევებს,როგორ გამოვიყენოთ ბავშვისთვის პრიორიტეტული მოდალობა და როგორ შევძლოთ ჩავრთოთ სასწავლო პროცესში დანარჩენი მოდალობები. დაწვრილებით გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას და ამ თეორიის მიხედვით ბავშვის ინტელექტის ტიპის დადგენას.ვისაუბრეთ მოტივაციის სახეებზე და მის მნიშვნელობაზე.ვისწავლეთ როგორ ავსახოთ პროექტის გეგმაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების სტრატეგიები და დიფერენცირებული მიდგომა.
   
მე-7 დღე
  


დღე დავიწყეთ ერთმანეთის ნამუშევრების განხილვით, მივიღეთ უკუკავშირი როგორც კოლეგებისგან,ასევე ტრენერისგან. მივიღეთ ასევე რეკომენდაციები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გაუმჯებესებისთვის.გავეცანით ნაშრომის შეფასებისთვის განკუთვნილ შეფასების რუბრიკის სხვადასხვა ფორმებსა და შაბლონებს..პარალელურად გავიხსენეთ წინა მასალა. ვისაუბრეთ წარმატებული პროექტისთვის შეფასებების მნიშვნელობის შესახებ. დავათვალიერეთ საიტზე შეფასების ფორმები და ვისუბრეთ მათ დანიშნულებაზე. ვნახეთ კოლეგების ნამუშევრები, მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები და გავაკეთეთ დასკვნა თუ რისი გაუმჯობესებაა საჭირო პროექტის გეგმაში.ვისწავლეთ პროექტის პრეზენტაციის და მოსწავლის ნაშრომის ბლოგზე ატვირთვა.

მოსწავლის ნამუშევარი

ტრენინგის მე-6 დღე

 დღეს გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს,მივიღეთ რჩევები და რეკომენდაციები კოლეგებისგან და ტრენერისგან,კიდევ ერთხელ გავიმეორეთ საავტორო უფლებების რაობა,გავეცანით საიტების სანდოობის პრინციპს,დავინახეთ ინტერნეტის საჭიროება სრულყოფილი და თანამედროვე სასწავლო პროექტის შექმნისთვის,გავეცანით ასევე ვირტუალურ სივრცეში განთავსებულ საძიებო სისტემების ჩამონათვალს,საიდანაც შ მოსწავლემ (საჭიროების შემთხვევაში უფროსის დახმარებით)შესაძლოა მოიძიოს საჭირო მასალა,ვნახეთ როგორ ხდება სოციალური ქსელების(facebook;skype) გამოყენება ინფორმაციის გაცვლისა და უკუკავშირის გამოყენების მიზნით,აღნიშნული აქტივობა ძალიან დამეხმარება ჩემი თემის განხორციელებისთვის და პროექტისთვის მნიშვნელოვანი კვლევების წარმოებისთვის.
 განვიხილეთ მე-4 მოდული ,განვიხილეთ მოსწავლის ნამუშევრის შესაქმნელად საჭირო მასალა,კითხვები,გავეცანით მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშებს,ვიმუშავეთ პრაქტიკულად,ტრენერმა გასცა ამომწურავი პასუხები მსმენელთა შეკითხვებს.